„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ამ ეროვნულ დღეს“, - წერია მარკო რუბიოს სახელით სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მილოცვას სხვა, კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს.
„ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა, - შესაძლებლობებს, რომ გაღრმავდეს ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა და ხელი შეეწყოს ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“, - წერია განცხადებაში.
„უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“
მარკო რუბიო, - რომელიც 26 მაისს ეწვევა საქართველოს მეზობელ სომხეთს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, - ასევე აცხადებს, რომ:
- „ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“;
- „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც ცდილობს მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევას“;
- „შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“.
ასევე ნახეთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია კობახიძეს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდამილოცვები საქართველოს
საქართველოს 26 მაისს სხვა სახელმწიფოების ლიდერებიც ულოცავენ - ჩინეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვები.
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის პრემიერმა ლი ციანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
„გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას“, - ასე იწყება წერილი.
ასევე ნახეთ
დავუდასტურე „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა - ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერს შეხვდა- „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო.
- გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ.
- ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - ბედნიერებას“, - წერია, მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ლი ციანის მილოცვაში.
ასევე ნახეთ
პაპუაშვილი ჩინეთში შეხვდა კომპარტიის „მთავარ იდეოლოგსა“ და პარლამენტის თავმჯდომარესთბილისშია სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია
მიმდინარე კვირაში თბილისში ვიზიტით იმყოფება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია.
მათ 25 მაისს შეხვედრები გამართეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდნენ:
- პიტერ ანდრეოლი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი;
- ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი.
ასევე ნახეთ
თბილისს ეწვია ამერიკული დელეგაცია, ერევანს ეწვევა მარკო რუბიოშეერთებულმა შტატებმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოსთან 2009 წელს დადებული სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა იმაზე პასუხად, რასაც დემოკრატიული უკუსვლა უწოდა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მან გადაწყვიტა, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს.
ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 25 მაისს განაცხადა: „ვაცხადებთ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ველოდით ამერიკულ პოზიციას, მოხარული ვართ, რომ არის ბოლო დროს დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ“.
ასევე ნახეთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუბიო კობახიძეს ესაუბრასაქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. საბჭომ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
- დღეს, 26 მაისს 17:10 საათზე, იმ დროს, როცა 108 წლის წინ ეროვნული საბჭოს სხდომის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
- 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად ფიცს დადებენ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები. ცერემონია თბილისის თავისუფლების მოედანზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 12 ადგილას გაიმართება.
- დღის ბოლოს კი თბილისში გაიმართება ოპოზიციის ალიანსის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების" მმართველობის წინააღმდეგ.