რუსეთი ევროსაბჭოში დაბრუნდა

Your browser doesn’t support HTML5

"რადიო თავისუფლების" სტუმარია პარლამენტარი გიორგი კანდელაკი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას ეხმაურება. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი გვიამბობს, როგორი იყო რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნების პროცედურა და როგორია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მომხდარის მიმართ. რა შეიძლება შეიცვალოს რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნებით და რამდენად მისაღებია არგუმენტები, რომლებითაც გადაწყვეტილების ინიციატორები, გერმანია და საფრანგეთი, რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებას ამართლებენ? გადაცემის ავტორი, გიორგი გვახარია გვახსენებს, რომ ხმის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. გადაწყვეტილების დაბლოკვა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ სცადა.