"ჩვენ გავაგრძელებთ ჰიბრიდულ ომში ბრძოლას"

7 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ანა ჭარხალაშვილი, ნოდარ რუხაძე და თათუშა არველაძე, საზოგადოებრივი მოძრაობის - "რუსეთი ოკუპანტია" აქტივისტები. მათ ილაპარაკეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის მიმართ პროტესტზე და კონკრეტულ აქციაზე, რომელსაც 7 აგვისტოს რუსეთის საელჩოსთან გეგმავენ. საინტერესოა საუბრის ის ნაწილი, სადაც ისინი განმარტავენ თავიანთი პროტესტის საფუძველს და საზოგადოებისთვის ოკუპაციის ფაქტის მუდმივად შეხსენების მნიშვნელობას. "არ ვეგუებით ოკუპაციას!", - ამბობენ "დილის საუბრების" სტუმრები. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო მოძრაობის - "რუსეთი ოკუპანტია" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც 6 აგვისტოს ღამით ქართული დროშით ხელში ფეხით გაეშურა ოკუპაციის ხაზისკენ, სოფელ ყარაფილასთან. მას გზაში თანამგზავრიც გამოუჩნდა - ნინოწმინდის მკვიდრი, გიორგი მღებრივილი, რომელმაც გიგას აქციის შესახებ ინტერნეტით შეიტყო, მანქანით დაეწია მას და შემდეგ გიგა მაქარაშვილთან ერთად ფეხით განაგრძო მსვლელობა ყარაფილისკენ.

Your browser doesn’t support HTML5

ანა ჭარხალაშვილი, თათუშა არველაძე და ნოდარ რუხაძე ანტიოკუპაციურ აქციაზე