რუსეთის სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის აღმოსავლეთში, ციმბირის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც დაშავებულია რვა ადამიანი. აფეთქების გამო საჭირო გახდა მახლობელი ალუმინის საწარმოდან ხალხის ევაკუაცია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 5 აგვისტოს, შორიდან სამართავი 14 რობოტი გააგზავნა ადგილზე ცეცხლთან საბრძოლველად კრასნოიარსკის არსენალში. აჩინსკის ოლქის ოფიციალურ პირთა თანახმად, 11 ათასი ადამიანი იქნა ევაკუირებული მახლობელი დასახლებებიდან საარტილერიო ტყვია-წამლის საწყობში აფეთქებების შედეგად. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტოებზე და ვიდეო ჩანაწერებზე ჩანს დიდი აფეთქებები და შემდგომ შავი კვამლი. რუსეთის სააგენტო ტასს მოჰყავს წყაროს სიტყვები, რომ სულ მცირე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.