(რქა)წითელი პლანეტა

Your browser doesn’t support HTML5

რამდენიმე ახირებული ქართველი მეცნიერი და ინოვატორი ერთი იდეით გაერთიანდა  - ქართულ ღვინოს მარსზეც გაუსინჯონ გემო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა, Microsoft Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა დობორჯგინიძემ, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ, Space Farms-ის დამფუძნებელმა ტუსა ღარიბაშვილმა და ამავე ორგანიზაციის  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა გოგა ჩხეტიამ ერთობლივი პროექტი წამოიწყეს – „მეცხრე მილენიუმი“. პროექტის თანახმად, საქართველოში სპეციალურ ინოვაციურ ლაბორატორიაში უნდა გამოიყვანონ ყურძნის ის ჯიში,რომელიც მარსის პირობებში იხარებს.  მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მარსის მკაცრ კლიმატს რქაწითელი გაუმკლავდება. სპეციალისტთა ჯგუფი ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით აპირებს მიზანს მიაღწიოს.