ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) ცნობით, საუბარია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მცხოვრებზე, 46 წლის გიორგი ხარაიშვილზე.
მას ე.წ. საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ის „დაკისრებული სასჯელის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ გაათავისუფლეს.
ხარაიშვილმა უკანონო პატიმრობაში 8 თვეზე მეტი - 252 დღე - გაატარა.
სუსის ცნობით, საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, პროცესში იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.
„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
ასევე ნახეთ
„საპრეზიდენტო არჩევნები“ ცხინვალში - რატომ ვიცით წინასწარ, ვინ გაიმარჯვებს?- რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.