აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, იმ ჩინურ საქონელს, რომელსაც აშშ-ში მაღალი ტარიფები ადევს, ჯერ ყიდიან სხვა ქვეყნებში, შემდეგ პროდუქციას წარმომავლობას უცვლიან, რის შემდეგაც საქონელი აშშ-ში ხვდება - უფრო იაფად. სწორედ ამ „მესამე ქვეყნების“ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.
ასეთივე ქვეყნების სიის „მსხვილ“ კატეგორიაშია ევროკავშირი, კანადა და ისრაელი. სრულ სიაში, საქართველოსთან ერთად, არის „შუა დერეფნის“ მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიც - ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი.
2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან შემოიტანეს $1.98 მილიარდის ღირებულების პროდუქცია, ხოლო საქართველოდან აშშ-ში მხოლოდ ამის 6%, ანუ $120 მილიონის ღირებულების საქონელი გაიტანეს.
განახლება - ირაკლი კობახიძემ 18 აგვისტოს განაცხადა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი. რეაგირებაც გვექნება“.
ასევე ნახეთ
ერთი სრუტე, ორი საბჭო და ყველაზე მნიშვნელოვანი სამი T-დან - რა უნდა იცოდეთ ტრამპის ვიზიტზე პეკინშირას აღწერს თეთრი სახლის ანგარიში
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2026 წელის 13 აგვისტოს გამოაქვეყნა 25-გვერდიანი ანგარიში, სათაურით „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ (The Great Transshipment Scam).
ანგარიშის ავტორად მითითებულია თეთრი სახლის „სავაჭრო და საწარმოო პოლიტიკის სამსახური“ (OTMP) - უწყება, რომელმაც დონალდ ტრამპმა 2017 წელს დააფუძნა.
დოკუმენტი აღწერს სქემას, რომლის დახმარებითაც ჩინური საქონელი ამერიკულ ბაზრებზე არა პირდაპირ, არამედ მესამე ქვეყნების გავლით ხვდება, - რათა ჩინეთმა მისთვის დაწესებულ მაღალ ტარიფებს თავი აარიდოს.
ანგარიშის მიხედვით, სქემის გამარტივებული ვერსია ასე მუშაობს:
- ჩინეთში დამზადებული პროდუქტი, - რომლისთვისაც აშშ-ს ტარიფი აქვს დაწესებული, - ჯერ სხვა ქვეყანაში იგზავნება;
- იქ მას შეიძლება შეეცვალოს შეფუთვა, მცირედით დამუშავდეს ან აიწყოს, და შემდეგ პროდუქტი აშშ-ში შევიდეს, - უკვე არა როგორც ჩინეთიდან, არამედ ამ სხვა ქვეყნიდან ექსპორტირებული საქონელი.
- ასეთ შემთხვევაში პროდუქტი თავს აღწევს აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფს.
თეთრი სახლი ამ პრაქტიკას უწოდებს „უკანონო კონტრაბანდას, რომელსაც „ვაჭრობად“ ასაღებენ“.
ასევე ნახეთ
თუკიდიდეს ჩიხი თუ სტრატეგიული სტაბილურობა - ვაჯამებთ ტრამპის ვიზიტს ჩინეთშიკონტრაბანდის „გლობალური ქსელი“
ანგარიშში ასეთი პრაქტიკის საწყის წერტილად დასახელებულია 2018 წელი, - დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა - როდესაც აშშ-მა ჩინეთს ტარიფები დაუწესა 301-ე სექციით.
- „ტარიფების დაწესების შემდეგ ჩინელმა ექსპორტიორებმა საქონლის მესამე ქვეყნებში გადამისამართება გაახშირეს;
- დროთა განმავლობაში ამ პრაქტიკამ ხელი შეუწყო საწარმოო ჰაბების, ლოგისტიკური ცენტრების, თავისუფალი სავაჭრო ზონების, საბაჟო საწყობების, გადამამუშავებელი მარშრუტებისა და რეექსპორტის ცენტრებისგან შემდგარი გლობალური ქსელის ჩამოყალიბებას“, - წერია ანგარიშში.
ასევე ნახეთ
სამხრეთი კავკასია დღეს უფრო უსაფრთხოა, რადგან ტრამპმა, ალიევმა და ფაშინიანმა რიტორიკას შედეგები ამჯობინეს - უიტკოფიამერიკული ტარიფები ჩინურ პროდუქციაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება და ეტაპობრივად გაზრდა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო. 2025 წლის აპრილში ტარიფებმა 145%-ს მიღწია.
პეკინმა ვაშინგტონს იმავეთი უპასუხა და ამერიკული პროდუქციისთვის 125% -იანი ტარიფი დააწესა. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის სავაჭრო ომმა ფინანსური ბაზრები ჩამოშალა და გლობალური რეცესიის საფრთხე შექმნა.
მოლაპარაკებების შედეგად იმავე წლის მაისში აშშ-მა ახლად დაწესებული 145%-იანი ტარიფები 30%-მდე შეამცირა, ხოლო ჩინეთმა - 125%-იანი ტარიფები 10%-მდე.
თუმცა 2025 წლამდე დაწესებული სხვა ტარიფები ძალაში დარჩა.
აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამჟამად, სხვადასხვა ამერიკული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ჩინურ პროდუქციაზე არაერთი ტარიფი მოქმედებს.
ამ ტარიფების ნაწილი უშუალოდ ჩინეთზეა მიმართული, ნაწილი კი ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე ვრცელდება და ჩინეთზეც მოქმედებს.
- 2025 წლის აპრილიდან აშშ-მა, გარდა ჩინეთისა, ტარიფები დაუწესა თითქმის ყველა სახელმწიფოს.
- საბაზისო ტარიფი იყო 10%-იანი - მათ შორის, საქართველოს შემთხვევაშიც;
- 2025 წლის ივლისში გამოქვეყნებულ განახლებულ სიაში ყაზახეთისთვის 25% განისაზღვრა.
ასევე ნახეთ
ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მათ შორის საქართველოს - 10%-იანი ტარიფირა წერია ანგარიშში საქართველოზე?
ეს ანგარიში სამ კატეგორიად აჯგუფებს 37 ქვეყანასა და მთლიან ევროკავშირს.
- მსხვილი ეკონომიკები - კანადა, ევროკავშირი, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ტაივანი; ანგარიშის თანახმად, მათ ჩინეთთან დიდი მოცულობის ვაჭრობა აქვთ, აქვთ დივერსიფიცირებული სამრეწველო ბაზები და აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელოვანი პლატფორმები, სადაც „სატრანზიტო თაღლითობის რისკი“ „ლეგიტიმური ვაჭრობის ფართო ნაკადებშია შერწყმული“;
- საშუალო ეკონომიკები - ბრაზილია, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, თურქეთი და ვიეტნამი - „ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაციით“;
- „მცირე მასშტაბის, შემთხვევითი/ეპიზოდური სამიზნეები“ - მათ შორისაა საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პანამა, შვეიცარია და სხვები.
„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების გავლით ტვირთების ტრანზიტს, კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტების საზღვაო გზებთან დაკავშირებას“, - ეს არის ციტატა ანგარიშიდან.
„ფუნქციური არქიტექტურის“ ამსახველ ჩარტში საქართველო ჩამოწერილია სწორედ აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად - როგორც „სარტყლისა და გზის სახმელეთო კვანძი“.
ასევე ნახეთ
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრს შეხვდარა შემოდის საქართველოში ჩინეთიდან
2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან შემოიტანეს $1.98 მილიარდის ღირებულების პროდუქცია, ხოლო საქართველოდან აშშ-ში - მხოლოდ $120 მილიონი გაიტანეს.
2025 წლის მონაცემებითვე, ჩინეთიდან საქართველოში შემოტანილი ყველაზე მსხვილი საქონელი ფეროშენადნობებია, საქართველოდან ამერიკაში გატანილი კი - ელექტროგენერატორული დანადგარები და მსუბუქი ავტომობილები.
რადიო თავისუფლება 17 აგვისტოს დაუკავშირდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ჰკითხა, შეუძლიათ თუ არა დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ჩინური წარმოშობის საქონელი საქართველოდან აშშ-ში გაიტანეს. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ასევე ნახეთ
კობახიძე: ჩინეთი ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში„ფაქტი მოგვაწოდონ“ - კობახიძე
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 18 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მანდ? არა მგონია, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი იყოს… ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ფაქტებს, თუმცა შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან“.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „თეთრი სახლი ფაქტებზე დაყრდნობით დაწერდა“ ამას, კობახიძემ თქვა:
„დაწერდა? რატომ? ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაუფუძნებლად ბევრი რამ. აქედან გამომდინარე ასეთ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებით დაწეროს რაღაცა, შეიძლება არ დაწეროს ფაქტებზე დაფუძნებით… თეთრ სახლს შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია“.
მან გაიმეორა, რომ „სტანდარტული მოცემულობაა“ - მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისას ითხოვენ ფაქტებს და „შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან“.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი. რეაგირებაც გვექნება“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
თეთრ სახლს შეიძლება ვიღაცამ შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა - კობახიძე ანგარიშში საქართველოს მოხვედრაზეპეკინი-თბილისი-ვაშინგტონი
- ანგარიშის გამოქვეყნება ემთხვევა პერიოდს, როდესაც თბილისისა და პეკინის ურთიერთობები ღრმავდება, ხოლო თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობები, წინა წლებში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირების შემდეგ, სტაგნაციაშია.
- თბილისმა და პეკინმა 2023 წელს „სტრატეგიული პარტნიორობა“ გამოაცხადეს, 2026 წელს კი ეს დეკლარირებული შეთანხმება „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე“ აიყვანეს;
- მეორე მხრივ, 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, - „აგენტების კანონის“ მიღებისა და შემდეგ დემონსტრაციების ძალის გამოყენებით დაშლის ფონზე;
- აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს, მოსამართლეებსა და კერძო პირებს; სხვადასხვა ტიპის სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა - ჯამში, საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
ასევე ნახეთ
ირანიდან დუბაიმდე და საქართველომდე - ვინ არის აშშ-ის სანქცირებული „შელბითის“ მფლობელი- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის სანქციები არ მოხსნილა.
- ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოშიც. თბილისი „გადატვირთვას“ ელის.
ასევე ნახეთ
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამოასევე ნახეთ
აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა - კობახიძე აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკაზესტატია 18 აგვისტოს განახლდა ირაკლი კობახიძის კომენტარებით.