სმითების მკვლელობა - ადვოკატის ვერსია

Your browser doesn’t support HTML5

სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატი დავით გირგვლიანი ბრალდების მხარისგან წარმოდგენილი მკვლელობის საქმის სრულიად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს. დავით გირგვლიანი პროცესში გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებელთა ჩართვის მოლოდინშია და საქმის მნიშვნელოვან დეტალებზე არ ლაპარაკობს. ამასთან, მალხაზ კობაურთან გასაუბრების საფუძველზე ამტკიცებს, რომ მკვლელობა ორმა პირმა ჩაიდინა, რომლებიც ხადის ხეობაში შეხვდნენ სმითების ოჯახს. ორი პირიდან ერთ-ერთს თან იარაღიც ჰქონდა, ისინი ფლობდნენ ქართულ ენას და გადაადგილდებოდნენ შავი ფერის ავტომობილით.