სუსის ცნობით, უწყების უფროსი გეკა გელაძე ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით, ჩინური მხარის მიწვევით ჩავიდა.
„ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ“, - ნათქვამია პრესრელიზში.
კონფერენციის გახსნამდე გელაძე ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოფენასაც დაესწრო.
შსს-ს ინფორმაციით, ფორუმზე გაემგზავრა უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გაგა კირკიტაძე. მან მონაწილეობა მიიღო ქვეფორუმებში, სადაც ნარკოტიკების კონტროლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასა და საპოლიციო განათლების საკითხებზე იმსჯელეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე (მარცხნივ)
ფორუმი 2022 წელს დაარსდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
2026 წლის ფორუმს ესწრება ინტერპოლის ხელმძღვანელობაც.
ასევე ნახეთ
სათვალთვალო კამერები ხელოვნური ინტელექტით - ვინ გვიცავს და ვინ გვაკონტროლებს?- საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელების დონეზე, გააქტიურდა.
- ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.