ტურალ ქურბანლი: ბევრს ვფიქრობ თბილისზე, მაგრამ აქაურობა ჩვენთვის არ არის უსაფრთხო...

Your browser doesn’t support HTML5

ტურალ ქურბანლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ორი წლის წინ იძულებული გახდა   თბილისი დაეტოვებინა და თავშესაფარი ეთხოვა ჰოლანდიის მთავრობისათვის. ალიევის რეჟიმს გამოქცეულმა ჟურნალისტმა ოჯახთან ერთად საქართველოში სამ წელიწად-ნახევარი იცხოვრა. გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების შემდეგ კი მათ თბილისში თავი უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნეს და საქართველოდან წავიდნენ. ტურალი თბილისში 29 მაისისთვის სულ რამდენიმე დღით დაბრუნდა და თავის აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად აფგან მუხთარლის გატაცებიდან ორი წლისთავზე საპროტესტო აქცია გამართა - ამ აქციით მან საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მუხთარლის საქმე დღემდე გამოუძიებელია.