დონალდ ტუსკი: ძვირფასო ამერიკა, დააფასე შენი მოკავშირეები

Your browser doesn’t support HTML5

ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა და მოუწოდა, დააფასოს თავდაცვის სფეროში ევროპის თანამშრომლობა აშშ-სთან. ტუსკის თქმით, ამერიკას არ ჰყავს და არ ეყოლება ევროპაზე უკეთესი მოკავშირე. ტუსკმა ეს 10 ივლისს განაცხადა ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ. მისი კომენტარი მოჰყვა ნატოს სამიტის წინა დღეებში ტრამპის განმეორებით კრიტიკას თავდაცვის სფეროში ნატოელი მოკავშირეების ხარჯების თაობაზე.