„უარაფროდ“ - ციფრული პერფორმანსი

„უარაფროდ“ - ორი ქორეოგრაფის, ლუკ ბაიოსა და დომინიკ გრუნბუელის პერფორმანსი - თბილისში, კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში, ნახა მაყურებელმა. ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა „კირკეს“ მოწვევით ჩამოსულმა მსახიობებმა კლუბ „ხიდში“ სტუდენტებისთვის ვორკშოპიც ჩაატარეს. ორმა ქორეოგრაფმა მუსიკის, ციფრული პროექტის, სხეულის პლასტიკის, კლასიკური ცეკვის, ჯაზ-ბალეტისა და 90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის შეზავებით სცენაზე ერთსაათიანი, როგორც თვითონ თქვეს, „მეგალომანიური შოუ“ დადგეს.