უარი მხოლოდ რუსულად დუბლირებულ ფილმებს

Your browser doesn’t support HTML5

ქართველი კინომცოდნეების გაერთიანება „სინეასტი“ საქართველოს კინოთეატრებში რუსულად დუბლირებული ფილმების ჩვენების წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებს. პეტიციისა და ღია წერილის ერთ-ერთი ავტორი, კინომცოდნე გიორგი რაზმაძე არის გიორგი გვახარიას სტუმარი გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“. მისი თქმით საქართველოს კინოთეატრები არღვევენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ასევე კანონს „ეროვნული კინემატოგრაფის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, რომელიც კრძალავს საქართველოს კინოთეატრებში ფილმების ჩვენებას ქართული სუბტიტრების ან გახმოვანების გარეშე.