უკრაინული კორუფციით განელებული ევროპული ენთუზიაზმი

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინას - ქვეყანას, რომელიც ამ დღეებში საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია მოქცეული საპრეზიდენტო არჩევნების გამო - ერთი სამწუხარო რეკორდი ეკუთვნის: ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ხელისუფლებისადმი მოსახლეობის უნდობლობის მხრივ. ბოლო საერთაშორისო კვლევის შედეგებით, უკრაინელების მხოლოდ 9 პროცენტი ენდობა მთავრობას. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კორუფცია სახელდება.