უმრავლესობის წევრები უარყოფენ საკადრო ცვლილებებზე საუბარს

Your browser doesn’t support HTML5

3 საათზე მეტხანს გაგრძელდა პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში. სხდომის მონაწილეთა თქმით, საკადრო ცვლილებებზე არ უსაუბრიათ. დეპუტატების განცხადებით, მათ განიხილეს იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც სიღარიბის დონეს შეეხება.