უსტატუსო სტუდენტები

საქართველოში 45 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტია. მათგან 15 000-სს სტატუსი იმიტომ შეუჩერდა, რომ სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო. განათლების სამინისტროში ფიქრობენ, რომ ეს პრობლემა, შესაძლოა, უნივერსიტეტებისთვის დამატებით დაფინანსების გზით გადაწყდეს. საბაზო დაფინანსებით უნივერსიტეტებს შეეძლებათ იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ვისაც სწავლის გაგრძელება სურს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.