"ფარაჯანოვი. მარადისობის ბილეთი"

სერგო ფარაჯანოვის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს CinéDOC-Tbilisi-ზე. ფილმს "ფარჯანოვი. მარადისობის ბილეთი" ჰქვია და რეჟისორის ოჯახის წევრებისა და მეგობრების მოგონებებზე, ასევე საარქივო მასალებზე დაყრდნობით ჰყვება ფარაჯანოვის დევნისა და შევიწროების ისტორიას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან. სერგო ფარაჯანოვს განსხვავებული შეხედულებებისა და სექსუალური ორიენტაციისა გამო კომუნისტური მთავრობა გამუდმებით დევნიდა და ავიწროებდა. 1973 წელს ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ დააპატიმრა ფარაჯანოვი და შრომა-გასწორების ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ, წლების განმავლობაში ჰქონდა აკრძალული ფილმების გადაღება. დოკუმენტური ფილმის რეჟისორია ჰარი თამრაზიანი, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი. გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა.