„სანამ ამის აუცილებლობა არ წარმოიშობა, ჩვენ ასეთ საკითხს არ დავაყენებთ“, - თქვა 11 მაისს ფაშინიანმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ამის „ობიექტური საჭიროება“ იქნება.
ფაშინიანმა კვლავ გაიმეორა თავისი თეზისი, რომელსაც უკვე ერთი წელიწადია იმეორებს, - რომ სომხეთი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა „საჭირო დრო დადგება“ და რომ ერევანს არ სჭირდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა არც ახლა და ეს არც უახლოეს მომავალში არ დასჭირდება.
„ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის ობიექტური აუცილებლობა უბრალოდ არ არსებობს“, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს ერევანში გამართულ ბრიფინგზე.
ასევე ნახეთ
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კრემლი სომხეთს ადანაშაულებს, რომ ზელენსკის პლატფორმა დაუთმო„რუსეთ-სომხეთის განქორწინება“
წინა დღეს, 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „მისი საქმე არ არის“, მაგრამ „ლოგიკური იქნებოდა“, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების საკითხზე.
მისი თქმით, სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა განსაზღვროს, რა სურს - ევროკავშირის წევრობა თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენა.
„ჩვენ შესაბამის დასკვნებს გავაკეთებდით და წავიდოდით რბილი, ინტელიგენტური და ურთიერთსასარგებლო განქორწინების გზით“, - უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.
ასევე ნახეთ
პუტინმა დაასახელა პირობა რუსეთისა და სომხეთის „რბილი, ინტელიგენტური განქორწინებისთვის“იქვე დაადასტურა, რომ წელს ევრაზიული კავშირის სამიტს, - რომელიც ასტანაში 2026 წლის მაისში გაიმართება - არ დაესწრება.
11 მაისს ფაშინიანმა „განქორწინებაზე“ პუტინის რეპლიკასაც უპასუხა და თქვა: „ასევე, მე არ ვეთანხმები ტერმინ „განქორწინებას“.
პრემიერმა გაიხსენა, რომ ეროვნულ ასამბლეაში ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა, - „ჩვენ ზოგჯერ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ქორწინებაში ვურევთ და მე არ ფორმულირებას არ ვეთანხმები“.
ასევე ნახეთ
კრემლი იმედგაცრუებულია სომხეთის „ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკით“სომხეთმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რუსეთის მოკავშირე იყო, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პერიოდში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აირჩია დასავლეთთან დაახლოების კურსი.