მოგერინი: კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას

Your browser doesn’t support HTML5

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი არ წყვეტს და არც შეწყვეტს მუშაობას საქართველოში კონფლიქტების მოგვარების მისაღწევად. 12 ივნისს მოგერინი მოხსენებით გამოვიდა ევროპარლამენტში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით.