ქაბულში მომხდარმა აფეთქებამ მექორწილეები ჭირისუფლებად აქცია
Your browser doesn’t support HTML5
სულ მცირე, 63 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა წუხელ ქაბულში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად. ერთი დღის შემდეგ სტუმართაგან ბევრი ჭირისუფლის როლში აღმოჩნდა. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა თვითმკვლელმა განახორციელა. ქაბულის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი აფეთქება წელს ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა იყო ავღანეთის დედაქალაქში.