ლადო აფხაზავა მასწავლებლის ჯილდოს ფინალისტებში მოხვედრას მოსწავლეებთან ერთად ზეიმობს

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორისაა. ამ მოვლენას სკოლაში დიდი სიხარულით აღნიშნავენ.

საუკეთესო ათეული 21 თებერვალს დასახელდა.

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელთაგან გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს.

ლადო აფხააზავას ფინალისტებს შორის მოხვედრას ულოცავს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც.