ყარაბაღი: რამდენად სერიოზულია კონფლიქტი და როგორ მოვედით აქამდე?

Your browser doesn’t support HTML5

27 სექტემბრის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის გარშემო პოსტ საბჭოთა “გაყინულმა კონფლიქტმა” 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძლავრად იფეთქა და რეგიონი სრულმასშტაბიანი ომის პირისპირ აღმოჩნდა. მ​თიანი ყარაბაღისა და სომხეთის ჯარები აზერბაიჯანის სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ იბრძვიან. ორივე მხარემ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. შეიარაღებული დაპირისპირებაა გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე.