„ყველა ექიმი საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ“

Your browser doesn’t support HTML5

გერმანიის ქალაქ ამბერგის წმინდა მარიამის სახელობის კლინიკის ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ირაკლი შოშიაშვილი სხვა ექიმების მსგავსად გერმანიაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ირაკლი შოშიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არაპროფილური ექიმები უშუალოდ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს არ მკურნალობენ, თუმცა ყველა ემზადება "ცუდი სცენარისთვის", ეპიდაფეთქებისთვის, რაც მომზადებას და გამოცდილების მიხედვით როლების გადანაწილებას გულისხმობს. ოქროპირ რუხაძე ირაკლი შოშიაშვილთან საუბრობს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ასპექტებზე.