შეხვედრა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს

Your browser doesn’t support HTML5

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთში გაემგზავრა, თანასაკნელი შოთა ბიძინაშვილის სანახავად. გაფრინდაშვილი 49 დღის განმავლობაში ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა. მასთან ერთად 4 დღე საკანში გაატარა, ბერშუეთის მკვიდრმა შოთა ბიძინაშვილმა. ბიძინაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის დროს ავტომატის კონდახით სცემეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა ორკვირიანი თავისუფლების შემდეგ თანასაკნელს სოფელში ჩააკითხა.