შვილი: დათა ლაფაური

Your browser doesn’t support HTML5

2022 წლის აგვისტოში თბილისში „დედაენის ბარის“ ადმინისტრაციამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური ვიზები დააწესა. ბარში მოსახვედრად ანკეტის შევსება გახდა საჭირო - სტუმრებს უნდა დაეგმოთ პუტინის მმართველობა, უკრაინაში შეჭრა და ეღიარებინათ საქართველოს ოკუპაცია.

რუსმა ჰაკერებმა მალევე გატეხეს „დედაენის ბარის“ საიტი და სოციალურ ქსელებში ათასობით ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელეს. უფრო მეტიც, ემუქრებოდნენ ბარის ადმინისტრაციას, მის დამაარსებლებს, რომელთაგან ერთ-ერთი, დათა ლაფაური, ჩვენი სერიის, „შვილის“, მორიგი გმირია. დათა იხსენებს როგორი იყო კიბერშეტევის დღეებში ჩვენი საზოგადოების რეაქცია და გვათვალიერებინებს ადგილს, რომელთანაც კავშირი არასდროს გაუწყვეტია - მშობლიურ სახლს კახეთში, სოფელ კისისხევში.