შვილი: გიორგი თავართქილაძე

გასული წლის შემოდგომაზე კინორეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ გზის გადაკეტვის აქციაში მონაწილეობდა. „მოვითხოვ, დავისაჯო ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები“, - მიმართა ახალგაზრდა კინორეჟისორმა სასამართლოს.

გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის ახალი ეპიზოდის გმირისთვის წინააღმდეგობის გადალახვა ცხოვრების პრინციპად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მის პოზიციას ეწინააღმდეგებიან, ის ბოიკოტის მონაწილე კინემატოგრაფისტების გვერდით დგას - იბრძვის, თუმცა საკუთარ თავს აქტივისტს არ უწოდებს და ყველაზე მეტად კინოზე საუბარი უყვარს.