შვილი: ლუკა ნაცვლიშვილი

Your browser doesn’t support HTML5

ლუკა ნაცვლიშვილი 16 წლისაა. ლუკა წამოვიდა ბათუმის იმ სკოლიდან, სადაც სექტემბერში რუსეთის და სეპარატისტული აფხაზეთის დროშები გამოფინეს. თუმცა სანამ სკოლას დატოვებდა, ეს დროშები ჩამოხსნა და ცოტა ხნის წინ დაარსებული ახალგაზრდული მოძრაობის, „დაფიონის“ გაძლიერებაზე დაიწყო ფიქრი. თავის საქციელს არ ნანობს. თუმცა წარსულზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ ამ ქვეყანაში გასაპროტესტებელი კიდევ ბევრია.

„შვილის“ მორიგ ეპიზოდში ლუკა თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს. აღმოჩნდა, რომ 16 წლის ბიჭს უკვე მართლაც აქვს ის, რასაც ბიოგრაფია ჰქვია.