„თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი, როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი. იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს. მადლს ჰფენს“, - ამბობს ის.
ასევე ნახეთ
„სახელმწიფომ თქვა, მოკეტე და შობეო!“ - პუტინის ბიოპოლიტიკა ომის სამსახურშიმისივე თქმით, „პირველ სამ შვილამდე“ ბავშვების ყოლა „რთულია“, შემდეგ კი „სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა“.
ასევე ნახეთ
აბორტის უფლება: „ვერ იაზრებენ, რა ძალა აქვთ ქალებს და გოგოებს“დემოგრაფიული პრობლემების გამოსასწორებლად აბორტის აკრძალვასა და გამკაცრებაზე საუბრის დროს ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს არასწორი გზაა.
„არასწორი გზაა არჩეული, იმიტომ, რომ საქართველოში, დემოგრაფიული პრობლემის სათავე სიღარიბეა და მას უნდა ებრძოლო. დედა გააძლიერო. მისი პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ წლების წინ „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.
მასალა არქივიდან, 2023 წლის ნოემბერი
აბორტის გაკეთება რთულდება: რატომ გაიგეს ქალებმა ეს ყველაზე გვიან?სამების ტაძარის ეზოში შეკრებილ ხალხთან აბორტის საკითხზე საუბარის შემდეგ შიო მესამემ „ქარლი ოცნების“ მიერ მიღებული ლგბტ უფლებების შემზღუდველი კანონი პოზიტიურად წარმოაჩინა.
„მადლი მოგცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება, ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების საწინდარი, ასევე ღვთის წყალობის“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
კალასი: სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია გრძელდება, დემოკრატია ვერ აყვავდებალგბტ უფლებების შემზღუდველი კანონი
გასული ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი კანონი მიიღო, რომელმაც შეზღუდა დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოხატვის თავისუფლება და მათ შორის, ლგბტ უფლებებიც.
ამ კანონით:
- არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეუძლია მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
- აიკრძალა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
- აიკრძალა იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.
ასევე ნახეთ
„ოცნება“ აკანონებს სიძულვილს, ჩაგვრასა და დისკრიმინაციას - SJC ეხმაურება 17 მაისს17 მაისი
- 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ამ დღეს საქართველოში ლგბტ უფლებების ინტერესები განსაკუთრებულად ილახება.
- ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს, ლგბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, იძალადეს არაერთ ადამიანზე.
- „ოჯახის სიწმინდის დღე“ 2024 წელს დაარსდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით, იმდროინდელი პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით.
- ამ დღეს
- დღევანდელ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით, ოჯახის აღნიშნავს.
ასევე ნახეთ
„ოჯახის სიწმინდის დღის“ აღსანიშნად თბილისში მსვლელობა იმართებაადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.