შიო III-მ ონოფრეს (ერისკაცობაში ორესტ ბერეზოვსკი) „თავისი ხალხისა და ქრისტეს ეკლესიისადმი თავდადებული სიყვარულის ჭეშმარიტი მაგალითი“ უწოდა.
მან მიტროპოლიტს ჯანმრთელობა და უფლის შეწევნა უსურვა, ხოლო უკრაინასა და სრულიად მსოფლიოს - მშვიდობა და ღვთაებრივი მადლი.
შიო III-ს მილოცვის ტექსტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს.
ვინ არის მიტროპოლიტი ონოფრე?
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აგრესია დაგმო და გამოაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირს წყვეტს. ამასთან, ოფიციალურად ავტოკეფალია არ გამოუცხადებია და როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, არც მოსკოვთან არ გაუწყვეტია კავშირები.
ასევე ნახეთ
რას უპირებს უკრაინა რუსეთის ეკლესიას?2024 წელს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა რუსეთთან კავშირის მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა.
2025 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიტროპოლიტ ონოფრეს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2002 წელს ბერეზოვკსიმ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის უფლებამოსილ ორგანოებს და უკრაინის მოქალაქის სტატუსით სარგებლობას განაგრძობდა.
ასევე ნახეთ
უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტსუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბერეზოვსკის კავშირი აქვს მოსკოვის საპატრიარქოსთან და შეგნებულად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის კანონიკურ დამოუკიდებლობას.
უკრაინის ხელისუფლების მიერ აღიარებულია მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ), რომელსაც 2019 წლის იანვარში ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი გადასცა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა. ПЦУ-ს წინამძღვარი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანეა.
საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ამ დრომდე არ უღიარებია.
შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელთან
16 აგვისტოს შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი მიიღო.
საპატრიარქოს ინფორმაციით, საუბარი შეეხო „კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას“.
„შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის კონსტანტინოპოლში მომავალ ვიზიტზე საუბარს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ახალი პატრიარქის პირველი საერთაშორისო ვიზიტი სწორედ თურქეთში, სტამბოლში შედგება, სადაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენცია მდებარეობს. ამ ეტაპზე ვიზიტის თარიღი დაზუსტებული არ არის.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე პატრიარქი, ილია II 17 მარტს მრავალპროფილურ კლინიკაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა;
- ილია II-ს დაკრძალვას დაესწრო მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.