ჩაგვრა სკოლაში - როცა უსამართლოდ გექცევიან

Your browser doesn’t support HTML5

როდესაც ბავშვებს მასწავლებელი ჩაგრავს, უსამართლოდ ექცევა, უბრაზდება, უყვირის და ხელით ეხება, ლანძღავს და კლასის წინ ამცირებს, ამ დროს ბავშვები ბრაზს, სირცხვილს, ტკივილს, სევდას - ყველაფერს ერთად გრძნობენ. მაგრამ დიდებისგან განსხვავებით, მათ პასუხის გაცემა უჭირთ. უფრო სწორად, ხშირად ეშინიათ. ამიტომ ჩუმდებიან. ამბობენ, რომ ხშირად მასწავლებლებს ბულინგი ჩვეულებრივ ქცევად მიაჩნიათ - „მკაცრ მოქცევად მოსწავლისადმი“ და როგორც წესი, არ ინტერესდებიან, რას გრძნობენ ბავშვები ასეთი მოქცევისას ან რა შედეგებს იწვევს ეს მათ მომავალ ცხოვრებაში. ამ ვიდეოში ბავშვები ლაპარაკობენ იმაზე, რასაც სკოლაში აწყდებიან, რაც არ სიამოვნებთ, რის გამოც ლაპარაკი სურთ და რაც უნდათ თავიანთ მასწავლებლებს უთხრან.