ჩვილების თაბაშირის თავები - პროტესტი საპატრიარქოსთან

Your browser doesn’t support HTML5

ქუჩის არტისტმა BIIMO - მ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, 5 ნოემბერს, დილის 8 საათზე, საპატრიარქოს მიმდებარედ არსებულ სკვერში ჩვილების თაბაშირის თავები დააწყო. მდუმარე პერფორმანსი - „გახლეჩილი“, არტისტმა ეკლესიაში შესაძლო პედოფილიის შემთხვევებს მიუძღვნა. BIIMO ანონიმური მულტიმედია არტისტის პროექტია, რომლის მიზანია მოვლენების კრიტიკული შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანა.