ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა: ჩვენ ვუთხარით ხალხს, დარჩით სახლში

Your browser doesn’t support HTML5

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ რადიო თავისუფლებას ინტერვიუში განუცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, მსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდეს მთელი აპრილის განმავლობაში.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ, რადიო თავისუფლებას ამ ინტერვიუში განუცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, ეკლესიებში მსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდეს მთელი აპრილის განმავლობაში. სწორედ ამ თვეში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში აღნიშნავს მსოფლიო მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულებს. ეპისკოპოსი ამბობს, რომ „ვირუსმა არ იცის არც მორწმუნე, არც ურწმუნო“, ამიტომ, ჩვენ ვუთხარით ხალხს, „დარჩით სახლში“. მეუფე საბას შეკითხვები დაუსვა ოქროპირ რუხაძემ.