"ჩრდილოეთის ნაკადის" ბიძგები ნატოს ალიანსისათვის

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში გამოიკვეთა უთანხმოება რამდენიმე საკითხის გარშემო. მათ შორის არის ნატო, რომელსაც ტრამპმა "მოძველებული" უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა გერმანია, რომელსაც უწინასწარმეტყველა „სრული დამოკიდებულება“ რუსეთის ენერგეტიკაზე, თუ ბერლინი „დაუყოვნებლად არ შეცვლის კურსს".

  • რა გავლენას ახდენს გერმანიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ერთი მხრივ, რუსეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესები და, მეორე მხრივ, არცთუ იოლი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან?
  • როგორ ცხოვრობდნენ და რა კვალი დატოვეს შვაბებმა საქართველოში?
  • როგორია ოჯახში ძალადობის მონაცემები ევროკავშირსა და საქართველოში?
  • რას ემყარება ორი ქართველი მოქანდაკის ძველი მეგობრობა ანტვერპენში?

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.