ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ველზე

Your browser doesn’t support HTML5

სამი თვის წინ თეონა ბაკურაძის ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. დღეს, სამი თვის შემდეგ, ის უკვე ახალი, განსხვავებული რეჟიმით ცხოვრობს - აღარ ჩქარობს, აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს და სიამოვნებს, მეტ დროს ატარებს თავის საყვარელ ადამიანებთან, ბევრს დადის სუფთა ჰაერზე და რაც მთავარია, იბრძვის.