1944 წელს მოკავშირეთა გადასხდომა ნორმანდიაში

1944 წლის 5 ივნისის ფოტოზე აღბეჭდილი არიან ბრიტანელი სამხედროები ინგლისის ქალაქ პორტსმუთში. ისინი სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან 1944 წლის 6 ივნისისთვის, როცა მოკავშირეთა ჯარებმა იერიში განახორციელეს ნორმანდიის სანაპიროზე. 

ამერიკის სადესანტო ნაწილები ეხმარებიან ჯარებს, რომელთა სადესანტო ხომალდი მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად ჩაიძირა ნორმანდიაში, ომაჰა-ბიჩთან, კოლვილ-სურ-მერის მახლობლად. 1944 წ. 6 ივნისი.

აშშ-ის ჯარის ნაწილები თავს იყრიან ინჟინრების მიერ გამოყენებული სასიგნალო პოსტის გარშემო, ხელში ჩაგდებულ გერმანულ ბუნკერთან, რომელიც ომაჰა-ბიჩს გადაჰყურებს სენ-ლორან-სურ-მერის მახლობლად. ნორმანდიაში ჯარების გადასხმის მეორე დღე, 1944 წ. 7 ივნისი.

 

ნაპირზე გადასხდომის შემდეგ ბრიტანეთის ჯარები სიგნალს ელოდებიან გზის გასაგრძელებლად, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის პირველ ეტაპზე. 1944 წ. 6 ივნისი.

კანადის არმიის მე-9 ბრიგადის ჯარისკაცები ველოსიპედებით ახორციელებენ გადასხდომას ჯუნო-ბიჩზე, ბერნესიე-სურ-მერში. 1944 წ. 6 ივნისი.

აშშ-ის ჯარების გადასხდომა ნორმანდიაში 1944 წ. 6 ივნისს.

1944 წ. 6 ივნისს გადაღებულ ამ საარქივო ფოტოზე ჩანს, როგორც მონაწილეობენ მოკავშირეთა სამხედრო-საზღვაო ძალები დესტანტის გადასხმის ოპერაცია "ოვერლორდში". 

აშშ-ის დაჭრილი ჯარისკაცები ომაჰა-ბიჩზე, დესანტის გადასხდომის დღეს, 1944 წ. 6 ივნისს.

აშშ-ის ეროვნულ არქივში დაცულ ამ ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ გადადიან აშშ-ის ჯარები ნაპირზე ომაჰა-ბიჩის მახლობლად. 1944 წ. 6 ივნისი.

1944 წლის ივნისში გადაღებულ ამ ფოტოზე, რომელიც აშშ-ის ეროვნულ არქივშია დაცული, აღბეჭდილია ტანკების გადასასხმელი გემებიდან ტექნიკის გადმოტვირთვა ნორმანდიაში 6 ივნისს ჯარების გადასხმის შემდეგ. 

1944 წ. 6 ივნისს გადაღებულ ამ ფოტოზე ვხედავთ, როგორ უტევენ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები მოკავშირეთა გემებს, როცა ჩრდილოეთ საფრანგეთის ნაპირებთან დაიწყო მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ფართო მასშტაბის სადესანტო ოპერაცია. 

1944 წელს ევროპის კონტინენტზე ჯარების გადასხმის ოპერაციის უმაღლესი ხელმძღვანელი, გენერალი დუაიტ დ. აიზენჰაუერი დავალებას აძლევს პარაშუტისტებს, სანამ ისინი თვითმფრინავში ჩარსდებიან და ევროპის კონინენტისკენ გაფრინდებიან. ინგლისი, 1944 წ. 6 ივნისი. 

საფრანგეთის ჯარები 1944 წ. 6 ივნისს ჩადიან ნორმანდიის სანაპიროზე, მას შემდეგ, რაც მოკავშირეთა ძალებმა იერიშით აიღეს ის. 

აშშ-ის დროშა აფენია დანგრეულ ბუნკერზე ორი დღის შემდეგ, რაც ამერიკის ჯარებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი დაიკავეს. 1944 წ. 8 ივნისი.

1944 წლის 6 ივნისს გადაღებულ ამ საარქივო ფოტოზე აღბეჭდილია მოკავშირეთა პარაშუტისტების დაშვება ლა-მანშის ნაპირზე, მას შემდეგ, რაც მოკავშირეთა ჯარებმა ფართო მასშტაბის იერიში განახორციელეს ნორმანდიის სანაპიროზე.