2023 წლის საუკეთესო ფოტოები "თავისუფლებისგან"

უკრაინის ომი, კოსოვოს პროტესტი, პაკისტანიდან დეპორტირებული ასობით ავღანელი და სხვა... - რადიო თავისუფლების ბიუროების ფოტოები გაგახსენებთ, რა ხდებოდა 2023 წელს მსოფლიოში.

5 იანვარი, ალმატიში, ყაზახეთში ხალხი ესწრება მიტინგს, რომელიც „სისხლიანი იანვრის“ წლისთავზე გაიმართა. ერთი წლით ადრე 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, როდესაც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ბრძანება გასცა ქვეყნის მასშტაბით პროტესტის მონაწილეები დაეხოცათ.

ავტორი: პიოტრ ტროცენკო, ყაზახეთის სამსახური

10 იანვარს უკრაინელმა ლტოლვილებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სანთლები დაამზადეს ფრონტზე ტრანშეების გასანათებლად. თუნუქის ქილები მუყაოსა და პარაფინის შიგთავსით უკრაინელ სამხედროებს ბრძოლის ველზე გაუგზავნეს.

ავტორი: იულია ბონდარი, უკრაინის ბიურო

მაშველები უკრაინის ქალაქ დნეპრში შენობის ნანგრევებში. სახლი 14 იანვარს რუსეთის თავდასხმის შედეგად ჩამოიქცა.

ავტორი: იულია რაციბარსკა, უკრაინის ბიურო

ყაზახი მწყემსი მარიამი ყაზახეთის სტეპზე ცხვრის ფარასთან ერთად. 3 თებერვალი.

ავტორი: პიოტრ ტროცენკო, ყაზახეთის ბიურო

გორისის ხედი თებერვალში. სამხრეთ სომხეთის ეს ქალაქი ყარაბაღიდან გამოქცეული ათიათასობით სომეხი ლტოლვილისთვის გახდა თავშესაფარი მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს რეგიონს შეუტია.

ავტორი: ეიმოს ჩეპლი, ცენტრალური ოფისი

უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის რეგიონში ბახმუტის შესანარჩუნებლად იბრძვიან. რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ ქალაქი მაისში რუსულმა სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს. 25 თებერვალი.

ავტორი: სერჰი ნუჟნენკო, უკრაინის ბიურო

კოსოვოს გადიმის მღვიმე ძალიან მოსწონთ ტურისტებს თავისი სტალაქტიტებისა და სხვა საოცარი გეოლოგიური სტრუქტურების გამო. ფოტო გადაღებულია 2023 წლის მარტში.

ავტორი: ეკრემ ფაზლიუ, ბალკანეთის ბიურო

ქართველი სამართალდამცველები თბილისში 7 მარტის პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობენ. პროტესტი „აგენტების კანონმა“ გამოიწვია, რომელიც, ოპონენტების აზრით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული და ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა

ავტორი: გელა ბოჩიკაშვილი, საქართველოს ბიურო

ირპენელები ბენქსის ნახატის გვერდით, კიევის მახლობლად. ქალაქი რუსეთის თავდასხმის შედეგად დაინგრა. აპრილი.

ავტორი: სერჰი ნუჟნენკო, უკრაინული ბიურო

24 აპრილს ორმა აფეთქებამ პაკისტანში, ქალაქ ქაბალში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი დაანგრია.

ავტორი: ნიაზ აჰმად ხანი, რადიო მაშაალი

29 მაისს ზვეჩანში კოსოვოელი სერბები შეიკრიბნენ, ახლად არჩეული მერის, ეთნიკური ალბანელის გადადგომის მოთხოვნით.

ავტორი: არბენ ჰოტი, ბალკანური ბიურო

პრიშტინაში ბავშვები გრილდებიან. ივლისში კოსოვოს დედაქალაქში რეკორდული სიცხეები იყო.

ავტორი: არბენ ჰოტი, ბალკანური ბიურო

ბოსნიის ქალაქ მეჯუგორიესთან მორწმუნეები ქრისტიანი მომლოცველების ადგილას იკრიბებიან. 1981 წელს რამდენიმე ბავშვი ირწმუნებოდა, რომ აქ ღვთისმშობელი გამოეცხადათ. 2023 წელს პაპმა ფრანცისკემ ამ ადგილის მოლოცვა ოფიციალურად ნებადართულად გამოაცხადა.

ავტორი: ეიმოს ჩეპლი, ცენტრალური ოფისი

მაშველები მძიმე ტექნიკით მუშაობენ. 3 აგვისტოს შოვში, კურორტზე, რომელიც თბილისიდან 140 კილომეტრითაა დაშორებული, მეწყერი ჩამოწვა. დაიღუპა ათობით ადამიანი

ავტორი: ილია რატიანი, საქართველოს ბიურო

აგვისტო, ბოსნია-ჰერცეგოვინა - მაყურებელი კორიდაზე ორი ხარის შერკინებას ადევნებს თვალს.

ავტორი: ეიმოს ჩეპლი, ცენტრალური ოფისი

აგვისტო, ყირგიზეთი - 16 წლის მოჭიდავე არუუკე აკიბაევა სახლის ეზოში საბურავით ვარჯიშობს.

ავტორი:გულჟან ტურდუბაევა, ყირგიზეთის სამსახური

მოცეკვავეები კოცონის გარშემო. ბულგარეთში, ჟერავნას ფესტივალზე ტრადიციული მუსიკა უკრავს. 19 აგვისტო.

ავტორი: ეიმოს ჩეპლი, ცენტრალური ოფისი

მაისში ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ დარბევის შემდეგ, ხალხი ბელგრადშია გამოსული დემონსტრაციაზე „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“. პროტესტის მონაწილეები მიემართებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისისკენ. 26 აგვისტო.

ავტორი: ვესნა ანდიკი, ბალკანური სამსახური

ყვავილები „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის საფლავზე, სანქტ-პეტერბურგში. პრიგოჟინი დაიღუპა 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური

კოსოვოს პოლიციამ გამოფინა იარაღი, რომელიც ჩრდილოეთში, უმეტესად ეთნიკური სერბებით დასახლებული რეგიონიდან ამოიღო. იქ მართლმადიდებლურ მონასტერს სექტემბერში თავს დაესხნენ. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის ოფიცერიც.

ავტორი: ბუჯარ ტერსტენა, ბალკანური სამსახური

დონეცკის რეგიონში უკრაინელი ჯარისკაცი ჰაუბიციდან (2S22) ისვრის რუსული ჯარის პოზიციებისკენ. სექტემბერი.

ავტორი: სერჰი ნუჟნენკო, უკრაინული სამსახური

არწივით მონადირეები ალმატის შეჯიბრების დროს თავის მტაცებელ ფრინველებთან ერთად ისვენებენ. ყაზახეთი. ოქტომბერი.

ავტორი: პიოტრ ტროცენკო, ყაზახეთის ბიურო

მოქალაქეების ჯგუფი სროლაში ვარჯიშობს მას შემდეგ, რაც ბაქომ მთიანი ყარაბაღი დაიკავა. ერევანი. 19 ოქტომბერი.

ავტორი: ეიმოს ჩეპლი, ცენტრალური ოფისი

უკრაინელი სამხედროების წინ კამიკაძე დრონის მიერ განადგურებული მანქანა. დონეცკის რეგიონი. 8 ნოემბერი.

ავტორი: სერჰი ნუჟნენკო, უკრაინული სამსახური

ავღანელი მოქალაქეები პაკისტანში, ბოლოჩისტანის პროვინციაში იცდიან. ასიათასობით ავღანელი დაბრუნდა ავღანეთში მას შემდეგ, რაც ისლამაბადმა გამოაცხადა, რომ ყველა უსაბუთო მიგრანტმა პაკისტანი უნდა დატოვოს, თუ არა და მათ ციხე ელით. 2 ნოემბერი.

ავტორი: შაბად შაბნამი, რადიო მაშაალი

ალმატის მკვიდრმა ილიაის ბეისენბაიმ ერთკაციანი აქცია გამართა. ის ეცადა ყაზახეთის მთავრობისა და საზოგადოების ყურადღება მიეპყრო ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის აუცილებლობისკენ - განსაკუთრებით მეშახტეებისა და ნავთობის ინდუსტრიაში დასაქმებული მუშების უფლებების დაცვისკენ. ეს აქცია მოჰყვა მძლავრ აფეთქებას ყარაღანდის რეგიონში, რომელსაც 46 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 18 ნოემბერი.

ავტორი: მეირიმ ბახიტჟანი, ყაზახეთის სამსახური

ავდეევკის მცხოვრებლები მრავალსართულიანი სახლის წინ არიან შეკრებილი, შენობა რუსული სამხედრო შენაერთების თავდასხმის შედეგად დაზიანდა. დონეცკის რეგიონი. 8 ნოემბერი.

ავტორი: სერჰი ნუჟნენკო, უკრაინის სამსახური

დემონსტრანტები აპროტესტებენ ორი შვილის დედის მირიდონა მურსელის მკვლელობას. 30 წლის ქალი მანქანაში ჩაცხრილეს. პროკურორის მტკიცებით, მკვლელობა დაღუპულის ქმარმა დაგეგმა. კოსოვოს დედაქალაქი პრიშტინა. 7 დეკემბერი.

ავტორი: არბენ ჰოტი, ბალკანური სამსახური

სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა 1992-1993 წლებში აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი. ცხედრების მოძიება და გადმოსვენება მხოლოდ ახლა მოხერხდა. თბილისი. 7 დეკემბერი.

ავტორი: მზია საგანელიძე, ქართული სამსახური