ხერგილი ხერგილის წილ

თბილისის მერიამ ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ ორდონიანი გზაგამტარის მოწყობა დაიწყო, რასაც ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ხერგილები მოჰყვა. გზაგამტარის მიზანი საავტომობილო ხერგილებისგან ქალაქის განტვირთვაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ე.წ. ესტაკადის მოწყობა ხერგილებს ვერ უშველის და მერიას ურჩევენ აღნიშნული თანხა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე მიმართოს.