ხმაური გახარიას გამო

Your browser doesn’t support HTML5

შს მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხმაური მოჰყვა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა, რომლებიც ორ თვეზე მეტია ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას, პარლამენტის შესასვლელები დაიკავეს. პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე მისულ დეპუტატებს ისინი შეძახილებითა და საყვირებით აცილებდნენ. გიორგი გახარიას კანდიდატურა გააპროტესტა საპარამენტო ოპოზიციის ნაწილმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.