ხოდორკოვსკი: რუსეთს კავშირი აქვს აფრიკაში ჟურნალისტების სიკვდილთან

Your browser doesn’t support HTML5

ყოფილი ნავთობის მაგნატი და კრემლის ოპონენტი მიხაილ ხოდორკოვსკი ამტკიცებს, რომ ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებისთვის მომუშავე რუსეთის მოქალაქეებმა „სერიოზული“ როლი ითამაშეს რუსი ჟურნალისტების სიკვდილში. ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივლისში მოკლეს, როდესაც ისინი რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ შესახებ იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს.