ხორავას საქმის საგამოძიებო კომისია საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

Your browser doesn’t support HTML5

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის 30 საჯარო სკოლის დირექტორებს პარლამენტში შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა იყო სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომელმაც სკოლებში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.