ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე
Your browser doesn’t support HTML5
Arbeit macht frei - შრომა გათავისუფლებს. ეს წარწერა, რომელიც ტერეზინის
შესასვლელშია გამოსახული, რამდენიმე სხვა საკონცენტრაციო ბანაკში მეორდება:
ოსვენციმში, ზაქსენჰაუზენში, დახაუში. იმ ადგილებში, სადაც ადამიანების მონურ
შრომას იყენებდნენ, მათ ამცირებდნენ და ანადგურებდნენ, ეს ფრაზა სისასტიკის
ცინიკურად შენიღბვას ემსახურებოდა.
3 თებერვალს, 22:30-ზე, ყოველკვირეულ პროგრამა „პერსპექტივაში“ ამ თემებს შემოგთავაზებთ:
👉 ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება ტერეზინის გეტოში
👉 როგორ იყენებდნენ ტერეზინის გეტოს ნაცისტური პროპაგანდისათვის. ინტერვიუ ისტორიკოს ტომაშ ფედოროვიჩთან
👉 რა გიზიდავს, როცა ისტორიული სამშობლოდან საქართველოში ბრუნდები? სტუმრად გურჯაანელ ებრაელებთან
👉 თავისუფლების #კითხვები: როგორ შეიცვალა საზოგადოების განწყობა 10 წელიწადში?
👉 შინ-უცხოეთში: მარინა ხუციშვილი და მისი ხელით შექმნილი მუსიკოსები ლაჟვარდოვან სანაპიროზე
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.