ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
„ანარეკლები“ იწყებს თვის შემაჯამებელი გადაცემის მომზადებას, რომელშიც შემოგთავაზებთ განვლილი თვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზს. მიმოხილვა ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ფაქტებზე თუ სახეებზე, რომლებიც შეიძლება საზოგადოებას მხედველობიდან გამორჩა ან ნაკლებად გაშუქდა მედიასაშუალებებით.
ჯაზის პირველი ფირფიტის ჩაწერიდან 100 წელი გავიდა. გადაცემაში, რომელიც ამ თემას ეძღვნება, მუსიკოსი და სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე საუბრობს ჯაზის ისტორიასა და საქართველოში ჯაზური მუსიკის განვითარებაზე, ასევე საბჭოთა კავშირის პერიოდში ჯაზის აკრძალვაზე.
არის თუ არა ზღვა იდუმალების, რაღაც გამოუცნობის, რაღაც უცხოს და საშიშის სიმბოლო? ვის ეშინია ზღვის და რატომ ფიქრობს წარსულზე?
არის თუ არა ზღვა იდუმალების, რაღაც გამოუცნობის, რაღაც უცხოს და საშიშის სიმბოლო? ვის ეშინია ზღვის და რატომ ფიქრობს წარსულზე? „ანარეკლების“ ბათუმში მომზადებულ გადაცემაში – „ზღვა ქართულ კულტურაში“ ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ ქართველებისთვის ზღვა არასდროს ყოფილა დიდი სივრცე.
გიორგი გვახარიას ახალი საავტორო პროგრამის, "ანარეკლების" პირველი გადაცემა დაეთმობა ბათუმს, კერძოდ კი, ბათუმს კინოში. გადაცემა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა სამშაბათობით, 22 საათზე. გადაცემის ყურება შეგიძლიათ ასევე რადიო თავისუფლების ვებსაიტზე და სოციალური ქსელებით.
გიორგი გვახარიას ახალი საავტორო პროგრამის, "ანარეკლების" პირველი გადაცემა დაეთმობა ბათუმს, კერძოდ კი, ბათუმს კინოში.
როგორ უპირისპირდება კინოხელოვნება ძალადობის ვნებას, პოპულიზმსა და შოვინიზმს
ბოლო დროს, განსაკუთრებით განათლების მინისტრის ცნობილი განცხადებების შემდეგ, საქართველოში ისევ დაიწყეს მსჯელობა ქართულ ზღაპრებსა და მათს გმირებზე. „წითელი ზონის“ უკანასკნელ გადაცემაში გავესაუბრეთ ფოლკლორისტ ქეთევან სიხარულიძეს.
„საყდრისის დამცველები“ - ასე ერქვა ჯგუფს, რომელსაც დღეს საყდრისი აღარც აქვს დასაცავი - ძეგლი აფეთქებულია.
„საყდრისის დამცველები“ - ასე ერქვა ჯგუფს, რომელსაც დღეს საყდრისი აღარც აქვს დასაცავი - ძეგლი აფეთქებულია. თუმცა საყდრისის დაცვის კომიტეტი არსებობას განაგრძობს და კვლავაც იცავს კულტურულ მემკვიდრეობას.
ადამიანის ხედვა შეზღუდულია. ჩვენ გვაღელვებს ის, რასაც ჩვენი თვალი ხედავს და არა ჩვენი ზურგი. ჩვენ შეგვიძლია, ცხადია, გავეშუროთ ტყიბულსა და ჭიათურაში. პლაკატებით და მეგაფონებით. მაგრამ ვერასდროს გავუგებთ ბოლომდე იმ მეშახტეებს, თუკი ჩვენი სოლიდარობა მხოლოდ „ექსკურსიის“ სახეს მიიღებს.
ბოშათა ჯგუფები საქართველოში პირველად ორი საუკუნის წინ გამოჩნდნენ, თუმცა დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ჯგუფია, რომლის შესახებ არაერთი ლეგენდა შეიქმნა.
რუსეთის „რბილი ძალის“ პოტენციალი საქართველოში უმნიშვნელო როდია − არაძალისმიერი მეთოდებით დამკვიდრება და გავლენის განმტკიცება მოსკოვს კარგად ეხერხება. ოკუპაციის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოდგა ეკლესიის გავლენა.
დღევანდელ ქართულ სკოლას ისევ უჭირს თანამედროვე საშუალო სკოლად ჩამოყალიბება.
დღევანდელ ქართულ სკოლას ისევ უჭირს თანამედროვე საშუალო სკოლად ჩამოყალიბება. საბჭოთა სკოლის ტრადიციები კვლავაც იჩენს თავს აღზრდისა და სწავლის სისტემაში, სახელმძღვანელოებში და, განსაკუთრებით, მოსწავლეების მიმართ მასწავლებლების დამოკიდებულებაში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასრულდა ხელისუფლების “იდეოლოგიური ჩარევა” შემოქმედებით პროცესში. გარდა ამისა, 90-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლებას უბრალოდ არ ეცალა პოეტებისთვის.
ანტიალკოჰოლური კამპანია, დევიზით “სიფხიზლე ცხოვრების ნორმაა”, რომელიც 1985 წლის 16 მაისს დაიწყო, დღეს მიხეილ გორბაჩოვის “პერესტროიკის”, და ე.ი. კომუნისტური სისტემის ნგრევის, პირველ ეტაპადაა მიჩნეული.
ჩამოტვირთე მეტი