ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ისტორიას ანალოგიები არ უყვარს, თუმცა მაინც ადარებენ ხოლმე ერთმანეთს განსხვავებულ ეპოქებს და განსხვავებულ სისტემებს. შედარების პროცესში აღმოჩნდება, რომ ორი ყველაზე მეტად დაპირისპირებული პოლიტიკური სისტემა შეიძლება აბსოლუტურად ერთნაირი იყოს. განსაკუთრებით მსგავსია ტოტალიტარული რეჟიმების ხელოვნება, რომლის შესახებ გიორგი გვახარიას სტუმარი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გვიამბობს.
1 მაისი, - მშრომელთა საერთაშორისო დღე, შრომისა და სოლიდარობის დღე, - რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ქვეყანაში აღინიშნება, საქართველოში ზოგჯერ ისევ „საბჭოთა დღესასწაულად“ ითვლება. რამდენად მნიშვნელოვანია 1 მაისის აღნიშვნა დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის? ამ კითხვას უპასუხებს გიორგი გვახარიას სტუმარი, იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი.
ტრაგედიას, რომელიც 1915 წელს ოსმანთა იმპერიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში “გენოციდს” უწოდებენ. გიორგი გვახარიას სტუმმარი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე გვიამბობს სომეხი ხალხის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მიზეზებზე და იმაზე, ჯერ კიდევ რატომ არა აქვს ცივილიზებულ მსოფლიოს ერთი პოზიცია სომეხი ხალხის ტრაგედიის მიზეზებსა და შედეგებზე.
ტრაგედიას, რომელიც 1915 წელს ოსმანთა იმპერიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში “გენოციდს” უწოდებენ. გიორგი გვახარიას სტუმმარი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე გვიამბობს სომეხი ხალხის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მიზეზებზე.
ადამიანის უფლება, ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება, არის ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს როგორც ბრალდებამ, ისე დაცვის მხარემ. რამდენად იცავდა და იცავს საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოება უდანაშაულობის პრეზუმფციას; როგორ იყენებდნენ პრეზუმფციის პრინციპს სხვა ქვეყნებში? ამ თემაზე საუბრობს “წითელი ზონის” სტუმარი, იურისტი ინგა თოდრია.
13 აპრილს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი.
„წითელი ზონის“ მორიგ გამოშვებაში გავიხსენებთ მიმდინარე წლის მარტის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, რომელთაგანაც გადაცემის ავტორმა გიორგი გვახარიამ გამოარჩია ერთი - ვლადიმირ პუტინის ათდღიანი გაუჩინარება. რამდენად იყო რუსეთის პრეზიდენტის გაუჩინარება „დადგმული“? და თუ დადგმული იყო, რა მიზანს ემსახურებოდა ის? რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობას, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და ომს უკრაინაში?
„წითელი ზონის“ მორიგ გამოშვებაში გავიხსენებთ მიმდინარე წლის მარტის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, რომელთაგანაც გადაცემის ავტორმა გიორგი გვახარიამ გამოარჩია ერთი - ვლადიმირ პუტინის ათდღიანი გაუჩინარება. "წითელი ზონის" სტუმარია პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული პარლამენტის შენობიდან გააღწიეს და საქართველოს ტერიტორია დატოვეს... საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ ფაქტებზე გიორგი გვახარიას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ესაუბრება.
ფოტოგრაფია დღეს მოდაშია − უკვე პრაქტიკულად ყველას შეუძლია, მოიმარჯვოს კამერა ან, სულაც, ტელეფონი და „გახდეს ფოტოგრაფი“. დროის აღბეჭდვის და შეჩერების ვნება იმდენად ბუნებრივად აღიქმება, რომ აღარც არავის უკვირს, თუ ვინმე საკუთარ თავს უღებს სურათს. მით უფრო საინტერესო ხდება საუბარი ფოტოგრაფიის ბუნებაზე, ფოტოსურათის მაგიურ ძალაზე.
ფოტოგრაფია დღეს მოდაშია − უკვე პრაქტიკულად ყველას შეუძლია, მოიმარჯვოს კამერა ან, სულაც, ტელეფონი და „გახდეს ფოტოგრაფი“. დროის აღბეჭდვის და შეჩერების ვნება იმდენად ბუნებრივად აღიქმება, რომ აღარც არავის უკვირს, თუ ვინმე საკუთარ თავს უღებს სურათს.
ქართული ჯაზის ლეგენდა, გიული ჩოხელი, 80 წლის გახდა. ის თავის შემოქმედებაზე, მუსიკაზე, პოეზიაზე, მხატვრობაზე გვიამბობს და გვიხსნის, როგორ შეიძლება შეინარჩუნო თავისუფლება იქ, სადაც თავისუფლებას ებრძვიან.
სსრკ-ის დანგრევის შემდეგ კლარა ცეტკინი და 8 მარტი კომუნისტურ წარსულს უკავშირდებოდა. მერე კი მოსახლეობის ნაწილი ვერ მალავდა აგრესიას აქტიური ქალის მიმართ, რომელიც კლარა ცეტკინის მსგავსად იბრძოდა ქალთა თანასწორობისთვის. გიორგი გვახარიას სტუმარია ქალთა მოძრაობის აქტივისტი იდა ბახტურიძე.
ახლა 2007 წლის მთავარ „მტრის ხატს“ – რუსეთს, რომელიც თავის დროზე უნიჭობამ საქილიკოდ აქცია თავისი „მოდელირებული ქრონიკებითა“ და „აგვისტოს 5 დღით“, დაემატნენ სიძულვილის ახალი და ახალი სუბიექტები: სამოქალაქო სექტორი, ევროპის „სახალხო პარტია“, ეროვნული ბანკი, მედია, „რუსთავი-2“-ს აყოლილი ტელევიზიები...
ზამთრის ბოლო თვე ლარის დაცემის, უკრაინის კრიზისის, ლავროვის მუქარის ფონზე სრულდება. მიუხედავად ამისა 2015 წლის თებერვალში საქართველოს ხელისუფლება ოპტიმიზმისკენ მოგვიწოდებდა და ლარის ასეთ გაიაფებას, როგორც წესი, ყველას და ყველაფერს აბრალებდა საკუთარი თავის გარდა.
გასულ წელს პარიზში, მაიოლის მუზეუმში, დავით კაკაბაძის ნამუშევრების დიდი გამოფენა გაიხსნა. დიდი ქართველი მხატვარი დაუბრუნდა საფრანგეთს, სადაც 20-იან წლებში თავისი საუკეთესო ტილოები შექმნა. ქართველ მხატვარზე ფრანგი მეცნიერები საუბრობენ “წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში, რომელიც პარიზში, მაიოლის მუზეუმშია გადაღებული.
სოციალურმა ქსელებმა პირველ რიგში ადამიანებს შორის ურთიერთობა შეცვალა - კომუნიკაცია მყარდება და თან არ მყარდება, ხალხი ერთმანეთს ესაუბრება, მაგრამ ერთმანეთის ხმა არ ესმის, ერთმანეთს არ ეხება. გიორგი გვახარია და გიგა პაიჭაძე სოციალური ქსელების შექმნის მიზეზებზე საუბრობენ და ცდილობენ გაარკვიონ, როგორ შეცვალა, მაგალითად, ფეისბუკმა საზოგადოება.
ედუარდ შევარდნაძის ბიოგრაფია მეოცე საუკუნის მიწურულის საქართველოს თავისებური სახეა. და არა მარტო საქართველოსი - შევარდნაძის როლი მნიშვნელოვანია საბჭოთა კავშირის დაშლასა და ბერლინის კედლის დანგრევაში.
ჩამოტვირთე მეტი