ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
2014 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვისას, იმხანად ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ დეპუტატებს ვაჟა-ფშაველა გაახსენა.
კატალონიელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი წარმოგვიდგენს არქიტექტურას, როგორც წიაღს, სადაც შესაძლებელია განმარტოება და თავის გადარჩენა. ამიტომაც ამბობენ ხოლმე გაუდიზე, რომ მისი შენობები გამოქვაბულებია, ”გამოქვაბული, სადაც არსებობს ღმერთი”. თუმცა გაუდის შემოქმედებას სხვაგვარადაც აფასებენ.
”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა სალვადორ დალის თეატრ-მუზემშია გადაღებული, ესპანეთის პატარა ქალაქ ფიგერასში. დალის სიურრეალისტურ სამყაროში მეგზურობას გვიწევს იმა პარადა, სალვადორ დალის ფონდის კომუნიკაციების მენეჯერი.
”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა სალვადორ დალის თეატრ-მუზემშია გადაღებული, ესპანეთის პატარა ქალაქ ფიგერასში. დალის სიურრეალისტურ სამყაროში მეგზურობას გვიწევს იმა პარადა, სალვადორ დალის ფონდის კომუნიკაციების მენეჯერი. მეგზური კი ნამდვილად სჭირდება ფიგერასის მუზეუმს.
ლია უკლებას სურათმა - „ღვთისმშობელი პისტოლეტით“ - არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ილიას უნივერსიტეტში მოწყობილი გამოფენის ორგანიზატორებისგან და თავად მხატვრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ისევ დაიწყო დისკუსია თავისუფლების ხარისხზე კულტურაში. ამ თემაზე საუბრობს ჩვენი გადაცემის სტუმარი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.
ერთი წლის წინ, პარიზის ტერაქტის შემდეგ, დასავლურმა ჟურნალ-გაზეთებმა "შარლი ებდოს" კარიკატურები გადაბეჭდეს და ასე დაუჭირეს მხარი გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ. "არავის აქვს უფლება შეურაცხყოს ადამიანების რელიგიური გრძნობები" - ამბობდნენ ისინი.
თითქმის არ არსებობს სიმღერა სიტყვების გარეშე, თითქმის არ არსებობს სიმღერა, რომლის ტექსტს ავტორი არ ჰყავდეს. მუსიკის ისტორია სავსეა სიმღერებით გენიალურ ტექსტებზე, პოეზიის შედევრებზე, მაგრამ კარგი სიმღერები ბანალურ ტექსტებზეც იწერება.
”ვინ არის სუკის აგენტი?” - ეს კითხვა მნიშვნელოვანი იყო ეროვნული მოძრაობისთვის 1989 წელს, როცა ამ მოძრაობის ლიდერებმა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას ე.წ. ”ღირსების სასამართლო” მოუწყვეს. ეს შეკრება ვიდეოკამერით გადაიღეს კიდეც. ”წითელი ზონის” სტუმარი თამარ ჩხეიძე გვიამბობს ამ ჩანაწერის ისტორიაზე.
ჩვენი გადაცემის სტუმარმა, ლაშა ბუღაძემ, თავის რომანს, რომელიც უცხოეთში გაქცეულ და საქართველოში დარჩენილ ახალგაზრდებს მიუძღვნა, "ოქროს ხანა" უწოდა.
თანამედროვე დასავლეთში დღეს იშვიათია ბიზნესკომპანია, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით არ აქტიურობდეს. ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ”ზეწოლის” გამო ხდება. რა მდგომარეობაა საქართველოში? ამ თემაზე საუბრობს ჩვენი სტუმარი, კორპორატიული მდგრადობის სპეციალისტი სოფო ტაბატაძე.
ვინ არიან ”სამოციანელები” და როგორია მათი ესთეტიკური შეხედულებები, როგორია სივრცისა და დროის მიმართ იმ თაობის დამოკიდებულება, რომელმაც სტალინური ბორკილებისგან განთავისუფლების ხანაში იცხოვრა, რაზე ოცნებობდნენ ”სამოციანელი” პოეტები, მხატვრები, მწერლები, რეჟისორები - ამ თემებზე მსჯელობს ”წითელ ზონაში” კინორეჟისორი, მთარგმნელი, მხატვარი ლანა ღოღობერიძე.
ინფორმაცია ქალებზე ძალადობის შესახებ ყოველწლიურად ვრცელდება. ქალებზე ძალადობის ზრდას საპროტეტსტო აქციებით პასუხობენ ხოლმე ყოველი წლის 25 ნოემბერს - იმ დღეს, როცა მსოფლიო ძალადობის მსხვერპლ ქალთა დღეს აღნიშნავს.
ავქსენტი ცაგარლის "ხანუმას" ინტერპრეტაციაში თავისებურად აისახა მეოცე საუკუნის ქართული კულტურა და ქვეყნის ისტორიაც. გიორგი გვახარია "ხანუმას" ინტერპრეტაციის ისტორიაზე ესაუბრება ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორანტს, სლავისტ შოთა პაპავას.
არაბული ქვეყნების თვითგამორკვევა, კოლონიალიზმთან ბრძოლა, არაბული რევოლუციები და, ბოლოს, ექსტრემისტული ორგანიზაციები - ეს ის თემებია, რომლებსაც ”წითელ ზონაში” აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია მიმოიხილავს.
როგორ გამდიდრდნენ ქართველები პოსტსაბჭოთა რუსეთში - იქ, სადაც კორუფცია ყვაოდა, სადაც ბიზნესი კრიმინალური სამყაროს ნაწილად აღიქმებოდა? ვინ არიან 90-იან წლებში რუსეთში გამდიდრებული ქართველები?
ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრის, „რკინის ლედიდ“ წოდებული მარგარეტ თეტჩერის მოღვაწეობის მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაა ბრიტანეთში და არა მარტო ბრიტანეთში.
17 ოქტომბერს ამერიკელ მწერალს არტურ მილერს 100 წელი შეუსრულდებოდა. თავის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პიესაში ”სეილემის პროცესი” მილერმა მაკარტიზმის ეპოქის მეტაფორული სურათი შექმნა.
ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა ”წითელი ზონა”, რომელიც ყოველ შაბათს, 22.30, გავა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში. ორშაბათობით კი, ტრადიციულად, ჩვენი რადიო გიორგი გვახარიას სატელევიზიო პროგრამის მოკლე რადიოვერსიას შემოგთავაზებთ.
თბილისი გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადების მეასე წლისთავის აღნიშვნისთვის ემზადება.
რეზო ჭეიშვილი დიდხანს მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” - ერთ-ერთ შემოქმედებით გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. კინოში მუშაობის გამოცდილება მის სტილსაც დაეტყო.
ჩამოტვირთე მეტი