ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
10 ივნისს 100 წელი შესრულდება ცნობილი ქართველი საბჭოთა კინოდოკუმენტალისტის, გიორგი ასათიანის, დაბადებიდან.
მაისის თვეს ქართული საზოგადოებისთვის მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია. თვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ქალებზე ძალადობის გახშირებული შემთხვევები.
მაისის თვეს ქართული საზოგადოებისთვის მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია. თვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ქალებზე ძალადობის გახშირებული შემთხვევები, ჰომოფობიური განცხადებების სიჭარბე, რომლებიც 17 მაისთან დაკავშირებით უმცირესობებისთვის საჯარო სივრცის წართმევის პარალელურად წელს ხელახლა ჟღერდა.
რუსი რეჟისორის, ანდრეი ზვიაგინცევის ახალ ფილმს, “ლევიათანს”, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს პალმას” უწინასწარმეტყველებდნენ. კანის ფესტივალის ჟიურის მხოლოდ სურათის სცენარი მოეწონა.
ნუ გიკვირთ, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს საგანგებოდ ადუღებულ ჩაის რომ ასხამენ სახეში “მომხედრიონო ხელოვანები”. ჩაი კი არა, აგერ ქალებს ხოცავენ თითქმის ყოველდღე, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ისევ არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში.
კანის ფესტივალზე ძილი მაინც განსაკუთრებით ტკბილია. ძილი და ჩაძინება. სიბნელეში ჯდომისგან დაღლილი სუნთქვავ ჰაერს, რომლის მსგავსი არ არსებობს მსოფლიოს არცერთ კუთხეში! ის ჰაერია, ნიცის აეროპორტიდან რომ გამოდიხარ და უცბად რომ დაგათრობს. ზღვის და ლაჟვარდოვანი ცის ჰაერი.
დამთავრდება კანის ფესტივალი და გავიგებთ, რა უფრო ეფექტურია, აზანიავიჩუსის მელოდრამატული სტილი, ფილმი რამდენიმე უძლიერესი ეპიზოდით, თუ იგივე სერგეი ლოზნიცას ცივი დოკუმენტალიზმი, როგორც “მაიდანში”, სადაც უმოძრაო კამერა ავტორის ჩარევისა და კომენტარის გარეშე აფიქსირებს იმას, რაც ხდება კიევის “მაიდანზე”.
ბელგიელ რეჟისორებს, ძმებ დარდენებს, აქვთ შანსი, შევიდნენ გინესის რეკორდების წიგნში და მესამედ მოიპოვონ მსოფლიო კინოს მთავარი ჯილდო - „ოქროს პალმის რტო“.
თბილისთან კონტაქტს ვერ ვწყვეტ კინოდარბაზში ჯდომის დროსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სეანსის დაწყების წინ ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ხმა გვაფრთხილებს: “მობილური ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში აკრედიტაცია ჩამოგერთმევათ”.
კანის წლევანდელ კინოფესტივალზე, როგორც ადრეც აღვნიშნე, დიდი ოსტატების ნამდვილი აღლუმია. მაგრამ როგორც კი ოსტატი თავის თავს “მეტრად” წარმოიდგენს, მაშინვე მთავრდება ხოლმე ყველაფერი.
17 მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს. წელს ლგბტ თემის უფლებების ქართველმა დამცველებმა უარი თქვეს ამ დღის მასშტაბურ აღნიშვნაზე, თუმცა ჰომოფობიის მიზეზებზე დისკუსია ქვეყანაში მაინც გრძელდება.
თითქმის ათი წელია, მაისის ეს თბილი დღეები - ზღვის სეზონი რომ ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩემისთანა „მორჟისთვის“ ცივ ზღვაში შესვლა რომ ნეტარებაა - საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. კანის ფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმები გადის. ეს ფაქტია!
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შრომითი უფლებები, ეკონომიკის და ეკოლოგიის პრობლემები, განათლება და ევროპული არჩევანი - საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება აპრილის თვეშიც ამ თემებით იყო გაჯერებული. გიორგი გვახარიას სტუმარია მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი, ნიკა წიქარიძე.
როგორ აღინიშნება მშრომელთა საერთაშორისო დღე საქართველოში. ამ და სხვა თემებს ეხება გიორგი გვახარიას დღევანდელი გადაცემა.
დოკუმენტური ფილმების სტუდიაში გადაიღეს რეჟისორმა ლევან კიტიამ და სცენარის ავტორმა ბიძინა მაყაშვილმა ფილმი “ეს იყო სიზმარი” - გიული ჩოხელის პორტრეტი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა გასულ კვირაში ნახა.
დღევანდელ გადაცემაში სხვა თემებთან ერთად საუბარია სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალ რეგულაციებზე.
ჩამოტვირთე მეტი