გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, რუსეთის მოქალაქე გრიშა ხუბულოვი დაუდგენელმა პირებმა, იარაღის მუქარით, სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
კარალეთში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები ყოველდღიურად უარესდება. უხარისხოდ აშენებულ კოტეჯებში სახურავიდან წყალი ჩადის, ღარებგაჩენილი იატაკიდან კი ბალახი ამოდის.
საქართველოში კონფლიქტის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო მისიის დასკვნა დღემდე გორის რაიონში დისკუსიის საგანია. ტალიავინის კომისიის დასკვნაზე ყველგან ლაპარაკობენ.
როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება გორთან ახლოს ჩასახლებულ დევნილ მამაკაცებს შეჰპირდა, რომ, პირველ რიგში, ავტობანის მშენებლობაზე მათ დაასაქმებდა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა, მაგრამ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა სტუდენტებს მთავარ სასწავლო კორპუსში ვერ უმასპინძლეს.
ევროკავშირის ეგიდით მოქმედი კომისიის დასკვნას სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გამოეხმაურა.
200 მოსწავლე სკოლის შენობის გარეშეა დარჩენილი, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ აგვისტოს ომის დროს დაზიანებულ კერძო სკოლას ალტერნატიული ფართი ვერ გამოუყო
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს აყალიბებენ.
ევროკავშირის მიერ ქართულ და ოსურ-რუსულ საგუშაგოებს შორის ნეიტრალურ ზოლში, საგანგებოდ მოწყობილ კარავში, ქართული, ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ
ცხინვალის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნების დაწვის ფაქტმა მწვავე დაპირისპირება გამოიწვია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფარგლებშიც.
20 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე–19 წლისთავი ცხინვალში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს.
ცხინვალში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნები დაწვეს. ფაქტის თვითმხილველი ცხინვალში გამომავალი გაზეთის, „21–ე საუკუნის“, რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი იყო.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ედვარდ კოკოითის უკვე საკუთარი მოგვარეები უპირისპირდებიან. ცხინვალში შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ყოველდღიურად იზრდება.
როგორც იტყობინებიან 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი, ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლის გარდა, ყველა სკოლაში სრული დატვირთვით წარიმართება.
დიცის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროულად განახლდა. სოფელი ოსური და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ერედვს ესაზღვრება.
გორის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების მოსახლეობა შეშას მიმდებარე ტყეში ამზადებდა ხოლმე, მაგრამ ეს ტერიტორია ამჟამად ოსური და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ არის ოკუპირებული.
ედუარდ კოკოითი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ცხინვალში არ დასწრებია.
გასული წლის აგვისტოს ომის შედეგად, ყველაზე მეტად სოფელი ერგნეთი დაზარალდა - სახლების 95 პროცენტი დამწვარია. გაძარცული და დამწვარი ბინების მეპატრონეებს სახელმწიფომ 15–15 ათასი დოლარი დაურიგა.
იმ დროს, როცა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობდა, სოფელ ჯარიაშენში თავდასხმა მოხდა.
სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ჩამოტვირთე მეტი