გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ერგნეთში ბაზრობა და საახალწლო ღონისძიება მოეწყო. ბაზრობამ ერთი დღით იმუშავა და ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაყიდეს. ერგნეთში მოწყობილ ბაზრობას ცხინვალში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლებამ აქცია პროვოკაციის მცდელობად შეაფასა.
28 დეკემბერს ერგნეთში ერთდღიანი საახალწლო ბაზრობა მოეწყობა. ამ ინფორმაციის გავრცელებას ცხინვალში მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
ქალაქ გორის საკრებულომ, რომელიც პოლიტიკური პარტიების სიმრავლით გამოირჩევა, მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
დისკუსიები ოკუპირებული ტერიტორიებისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ მომავალშიც გაგრძელდება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო სექტორის საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. ცხინვალში მესამე სექტორის წარმომადგენლები ისევ მსჯელობენ იუსტიციის მინისტრ ალან ჯიოევის განცხადებაზე, რომელიც არასამთავრობო სექტორის გაკონტროლებას ეხება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ოს მოხალისე მებრძოლებს მიმართავს და მათ სახლებში დაბრუნებას სთხოვს.
კრემლში „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ინტეგრაციული ხელშეკრულება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისთვისაც მზადდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ხელშეკრულება მომავალი წლის დასაწყისში გაფორმდება.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გზამკვლევი გამოიცა. ამჟამად ამ გზამკვლევის პრეზენტაცია საქართველოს დემოკრატიის სკოლებში მიმდინარეობს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, საქართველო ომისთვის ემზადება.
გორში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა. პირველ შეხვედრას გორის საკრებულოს, მერიის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორში, თეატრის სკვერში, „ქალთა მოძრაობის“ წევრებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ახალგორის მიმართულებით გადასაადგილებელი საშვების გაცემა თითქმის დაასრულა.
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ. ტრადიციულად, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ თანათავმჯდომარეები მხარეების წარმომადგენლებთან დღის წესრიგს ათანხმებენ ხოლმე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას აძლევს და მოითხოვს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე ადვოკატებს დაუყოვნებლივ გადაეცეთ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ დღესთან დაკავშირებით ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის სამი კარავი დადგა. ძირითად კარავში მოლაპარაკება გაიმართა.
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები 14 ნოემბრიდან ძალაში შედის.
გაგლოაანთუბანში 23 წლის შემდეგ ნათურა პირველად აინთო. სოფელი გორიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში, ტანას ხეობაში მდებარეობს.
პრემიებისა და სახელფასო დანამატების თემა სოციალურ ქსელებში ისევ აქტუალურია და დისკუსია არ წყდება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან მიღებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საქართველოში მალე მედიაპროფკავშირი დაფუძნდება. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რეგიონებში გასვლა გორიდან დაიწყეს. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ისინი ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდნენ და ორგანიზაციაში გაწევრიანება შესთავაზეს.
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გორის საკრებულოში უმრავლესობა აღარ ჰყავს. დღეს, 7 ნოემბერს, დილით, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა თამარ თედლიაშვილმა და დავით წეწვაძემ განაცხადეს.
ჩამოტვირთე მეტი