გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორელმა ახალგაზრდებმა ცხინვალელ თანატოლებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს და ოს ახალგაზრდებს ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს.
2008 წლის ომის დროს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ერგნეთი ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს სოფელი ცხინვალს ესაზღვრება. დღემდე დასრულებული არ არის დამწვარი სახლების აღდგენა. სოფელს 6 წლის შემდეგაც მრავალი მოუგვარებელი პრობლემა აწუხებს.
თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობამ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალა. ეს აკრძალვა ძირითადად ახალგორისა და პერევის მოსახლეობას ეხება.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ სოფელში გვალვის გამო სარწყავი წყლის დეფიციტია და ნაკვეთებს გრაფიკის მიხედვით რწყავენ, ზოგან კი იმდენი წყალია, რომ სახლები და ეზოები იტბორება.
2 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარედ კოტე თავზარაშვილი აირჩია.
„სადაც თქვენ, იქაც მე“ - ასე ჰქვია აქციას, რომელიც გორელი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში დაგეგმა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, 21 წლის ზაქარია ბუთხუზი და მასთან სტუმრად მყოფი ბუტა ბალიაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
გორში როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველი სხდომები 2 აგვისტოს გაიმართება. ამავე დღეს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებენ არჩეული მერი და გამგებელი.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მონტაჟის პროცესი და ახალგორის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტები გააპროტესტა.
ქალთა როლი მშვიდობის მშენებლობაში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე; გენდერული და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში.
„დედოფლის გორაზე“ არქეოლოგები ფრთხილად წმენდენ სამეფო სასახლის იატაკს და უძველესი პატარა კერამიკული ჯამი ჩვენს თვალწინ 20 საუკუნის შემდეგ კიდევ ერთხელ იბადება.
"დედოფლის გორა", რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი იკვლევს, ქარელის რაიონში, მდინარეების მტკვრისა და ფცის შესართავთან, მდებარეობს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ინიციატივით, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტიკის როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელი ავტომატურად გათავისუფლებულია.
„ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) თელავის, ქუთაისის, ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებისთვის ანაკლიაში უკვე მეორე წელია "დემოკრატიის ბანაკს" აწყობს. წლევანდელი შეკრების მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება იყო.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სრული შემადგენლობით შეკრებილმა საკრებულომ თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი უპრობლემოდ აირჩია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები ცნობილია. გორის მერი და მუნიციპალიტეტის გამგებელი კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატები გახდნენ.
ქალაქის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ წარმომადგენლები უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, სხვა ქალაქების მსგავსად, გორშიც გაიმართება.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის გორში ადგილობრივი მედიაც ემზადება. როგორც ელექტრონული მედია, ისე ბეჭდური გამოცემები აქტიურად აშუქებდნენ როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ისე არჩევნების მიმდინარეობასა და შემდგომ მოვლენებს.
ჩამოტვირთე მეტი