ვიდეოპროდიუსერი. დოკუმენტური ვიდეოსერიების „ფენოვანი 2.10“ და „პლუს-მინუს 21“ ავტორი. სატელევიზიო გადაცემების „წითელი ზონა“ და „ანარეკლები“ პროდიუსერი. რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობს 2009 წლიდან.
ნივთები და ძვირფასეულობა, ძველმანები და ანტიკვარიატი, რომლებიც საქართველოში თავის დროზე დაგროვდა, შემდეგ კი კვლავ გაიყიდა. ვინ ყიდის მათ? არის თუ არა მოთხოვნა ანტიკვარულ ნივთებზე და სად შეიძლება მათი შეძენა?
არიან თუ არა ქართველი ახალგაზრდები ინდიფერენტული პოლიტიკის მიმართ? რა ტიპის აქტივობებით ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას და რამდენად მზად არის თანამედროვე ქართული პოლიტიკა გაახალგაზრდავებისთვის?
უცნობია ზუსტი რიცხვი რამდენი ახალგაზრდა ტოვებს ყოველ წელს დიდი ზომის და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს. რა პირობებში უწევთ ამ ბავშვებს და ახალგაზრდებს ცხოვრება? რა არის მათი მომავალი და რა პერსპექტივები აქვთ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლისები ხდებიან?
"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციამ 23 მაისს თბილისში გადაინაცვლა. ამ სამდღიან საპროტესტო მსვლელობაზე დედაქალაქის ყოველდღიურმა დღის წესრიგმაც იქონია გავლენა. რა მოთხოვნები აქვთ "რიონის ხეობის მცველებს", რა არგუმენტებით უპირისპირდებიან "ნამახვანჰესის" მშენებლობას?
ბარაკები, ჯურღმულები ისეთი სახლები და დასახლებებია, სადაც ადამიანს იძულების წესით უხდება ცხოვრება და არსებობა. თბილისში ვათვალიერებთ ნაგებობებს, რომლებიც ადამიანებმა თვითნებურად აიშენეს და ვიხსენებთ იმ უბნის ისტორიას, რომელსაც საფუძველი ბარაკული განაშენიანებით ჩაეყარა.
1991 წელს გამოსული სააპრილო სიმღერების კრებული. დარდი, სევდა და წუხილი, რომელიც იმ პერიოდის ქართველმა მომღერლებმა და კომპოზიტორებმა აამღერეს.
საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად საქართველოს სულ უფრო მეტი და მეტი მოქალაქე მიემგზავრება. პოლონეთი, იტალია, გერმანია... ქვეყნები, სადაც ქართველები სამუშაო ადგილს და საკმარისს ანაზღაურებას პოულობენ. გაედინება თუ არა მუშახელი ქვეყნიდან?
შიმშილი სხვადასხვა ტიპის არსებობს, მათ შორის გამოწვეული იმით, რომ კვების რაციონში არასწორად არის განაწილებული ის პროდუქტები, რომელსაც ყოველდღიურად მიიღებ. გაჭირვების დროს, ხშირად, უპირატესობა ისეთ საკვებს ენიჭება, რომელიც დანაყრების გრძნობას აძლიერებს.
რამ გამოიწვია ეს და როგორ შეიძლება შევუქმნათ იდეალური პირობები ცხოველებს, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ? რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ცხოველები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილ თავშესაფრებში არიან მოთავსებულნი, თავისუფლები იყვნენ?
საქართველოში განათლების მისაღებად ყოველწლიურად უამრავი სტუდენტი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორ ცხოვრობენ ისინი საქართველოში? რა გამოცდილება მიიღეს, რა სირთულეებს გადააწყდნენ და რამდენად კმაყოფილები არიან სწავლის ხარისხით?
რა ხდება ფეისბუკზე, პოლიტიკოსების ღია და დახურულ "ფან-ჯგუფებში"? როგორ ითარგმნება ვირტუალური მხარდაჭერა საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მიღმა, რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში? აქ შეხვდებით პოლიტიკოსების მხარდამჭერთა ჯგუფების „ადმინებს“.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გუშინ, დღეს, ხვალ. ადამიანების მიერ გაკვალული ბილიკები ქალაქის შუაგულში, ივანიშვილის წინასაარჩევნო საჩუქარი და პროექტი, რომელსაც თბილისის მერია მოსახლეობას სთავაზობს - რა სურს ხალხს? ნახეთ აქ.
სირთულეები, რაც საქართველოში კინოწარმოებას ახლდა თან და კინოფირი, რომლით მუშაობაც ერთი პერიოდი დავიწყებული იყო. ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მზადდებოდა ქართული კინო და რა მომავალი აქვს კინოფირს საქართველოში.
როგორ მუშაობს საკურიერო სერვისი ღამის თბილისში? რა პრობლემები აქვთ კურიერებს და რისი მიტანა უწევთ მომხმარებლებთან ყველაზე ხშირად? კურიერები საღამოს 9-დან დილის 5-მდე.
სპორტის სასახლის უკან თავიდან ყაზარმები და ბარაკები იყო. შემდეგ აკადემქალაქის გეგმა შემუშავდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ტერიტორია თბილისის ქაოსური განაშენიანების ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა. რა ხდება სპორტის სასახლის უკან - სად შევდივართ და საიდან გამოვდივართ?
ქართველი „იუთუბერები" გვესაუბრებიან სოციალური ქსელ Youtube-ში სხვადასხვა შინაარსის ვიდეოების განთავსების სპეციფიკაზე. რამდენად განვითარდა ე.წ. „ვლოგები" და „იუთუბერობა" საქართველოში, რამდენად სარფიანია და რა მომავალი აქვს?
ჩამოტვირთე მეტი