მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
27 ივლისიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს 9 ქალაქის ადგილობრივ მოსახლეობას C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდება.
საქართველოს პარლამენტმა 24 ივლისის რიგგარეშე სესიაზე საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წარდგენილი ორი რეზოლუციიდან „ქართული ოცნების“ ვერსიას დაუჭირა მხარი.
26 ივლისიდან 1 აგვისტომდე საქართველოს დედაქალაქი ევროპის მეცამეტე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიანიშნებენ.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დადგმის ფაქტს მალევე მოჰყვა შეფასებები საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან.
17 ივლისს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა თემმა, დანარჩენ მაჰმადიანურ სამყაროსთან ერთად, რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნა.
9 ივლისს კლუბ Vitamin Cubes-ში National Geographic საქართველომ ღამის ფოტოპროექცია მოაწყო. 15-წუთიანი პრეზენტაცია გასულ წელს ჟურნალში დაბეჭდილი საუკეთესო ფოტოების ნაკრებს მოიცავდა.
თბილისში ავტომობილების მომრავლებისა და პარკირების ადგილების სიმცირის გამო ფეხით მოსიარულეები გადაადგილებისას არაერთ პრობლემას აწყდებიან. მათი განცხადებით, ტროტუარებზე თავისუფლად გავლა, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში, პრაქტიკულად შეუძლებელია.
თბილისში ხშირად შეხვდებით ასეთ სცენას: ტროტუარზე მდგომი ავტომობილი, სივიწროვისა და მანქანებით გადატვირთული ქუჩის გამო, დიდხანს ცდილობს გზაზე გასვლას - ამ დროს მის უკან ფეხით მოსიარულეთა რიგი დგება. ზოგი მათგანი შემოვლით გზას არჩევს და გზის სავალ ნაწილზე გადადის.
3 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საზოგადოებას ორი ანგარიში წარუდგინა.
უკვე ორ კვირაა, რაც თბილისში 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებული ათობით ოჯახი ღამეს სასტუმროებში, ახლობლებსა თუ ნათესავებთან ათევს. დაზარალებული ოჯახების ნაწილს დედაქალაქის მერიამ ბინები უკვე დაუქირავა, ნაწილისათვის კი საცხოვრებელი ფართის ძებნა დღემდე გრძელდება.
ბაზარი, პატარა მაღაზია, სუპერმარკეტი და ქუჩა - ეს ის ადგილებია, სადაც თბილისის მოსახლეობას ყოველდღიურად უხდება საკვების ყიდვა. რას ნიშნავს მომხმარებლებისათვის უვნებელი საკვები და რას აქცევენ ყურადღებას პროდუქტის შეძენისას? მათი აზრით, როგორ შეიძლება განვასხვაოთ უვნებელი - მავნე საკვებისგან?
არის თუ არა საქართველოში სურსათი უვნებელი და ვინ არის პასუხისმგებელი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე? მომხმარებელთა უფლებების დამცველების განცხადებით, დღემდე ყველაზე დიდ პრობლემად გარე ვაჭრობა რჩება, რადგან ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი საკვები პროდუქტები არ მოწმდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების შესახებ 2014 წლის ანგარიში, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოცაა შესული.
გადაწყდა, რომ ვერეს ხეობაში წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟდეს.
რა მოხდა თბილისში 13-14 ივნისს, შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება, რა გველის ძლიერი ნალექის შემთხვევაში დღეს და როგორ უნდა იმუშაოს სახელმწიფომ სტიქიის დროს - ბოლო დღეების ტრაგიკული მოვლენების განმავლობაში არაერთი შეფასება, პროგნოზი თუ რეკომენდაცია მოვისმინეთ.
თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, პირველად ბოლო ორასი წლის განმავლობაში, იეზიდთა სათემო ცენტრი და სამლოცველო გაიხსნა.
დათო ყვირილიანი უსინათლოა. თავის უბანში გზას ინტუიციისა და თეთრი ხელჯოხის დახმარებით იკვლევს, თუმცა არაადაპტირებული გარემოს გამო ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. დათოს მსგავსად, ეს პრობლემა ასობით სხვა უსინათლოს, მცირე მხედველობისა თუ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აწუხებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, თბილისისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში, სკვერებსა თუ შენობებში დღეს არსებული გარემო მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
14 ივნისის ტრაგიკული ღამის შემდეგ თბილისში სტიქიის შედეგებს ისევ ებრძვიან. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ადამიანებს, აბინავებენ უსახლკაროებს, იწმინდება ქუჩები.
ჩამოტვირთე მეტი